ეფექტი
- ენერგიის სწრაფი წყარო
- კუნთების, ტვინის, გულის კვება
- კუნთებისკარგად დატვირთვის შესაძლებლობა,ვარჯიშისდროს, სპაზმების გარეშე
- გადავადებული დაღლილობა
შემადგენლობა:
- MCT ცხიმები – ადვილად მონელებადი, არ ინახება ორგანიზმის ცხიმის მარაგებში; გამოიყენება, როგორც ენერგიის სწრაფი წყარო; დაწვისას არ წარმოიქმნება რძემჟავა, რაც იცავს კუნთს მჟავიანობისაგან და დაღლილობისგან; აქრობს შიმშილს, ქრონიკულ დაღლილობას და შაქრის ნაკლებობით გამოწვეულ გაღიზიანებას. იმის გამო, რომ MCT ცხიმები ზრდის ინსულინის დონეს, ხოლო სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონე არ იზრდება, სხეული არ ექვემდებარება ჰიპოგლიკემიურ შოკებს, რაც ახასიათებს ხანგრძლივ და დატვირთულ ვარჯიშს;
- არგინინი – ზრდის აზოტის ოქსიდის გამომუშავებას, რომელიც აფართოებს სისხლძარღვებს და ქმნის “NO ეფექტს”; ასტიმულირებს ზრდის ჰორმონის, ინსულინის და გლუკაგონის გამომუშავებას, მონაწილეობს კრეატინის დონის ზრდაში; ხელს უწყობს იმუნიტეტს და ორგანიზმის დეტოქსიკაციას;
- ციტრულინი – ორგანიზმში გარკვეული დროის შემდეგ გარდაიქმნება L- არგინინად, რომელიც შემდგომ უჯრედებში გარდაიქმნება NO-დ; ზრდის ენერგიის გამომუშავებას კუნთებში 35%-ზე მეტად, ვარჯიშისა და დასვენების დროს ჟანგბადის უფრო ეფექტური გამოყენების გზით;
- ტაურინი – სტიმულატორი, რომელიც მხარს უჭერს ნერვული სისტემის აქტივობას, აუმჯობესებს ფიზიკურ და გონებრივ მუშაობას და ხელს უწყობს სწრაფ რეგენერაციას ვარჯიშის შემდეგ. ტაურინი მნიშვნელოვანია ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის და მაგნიუმის სათანადო გამოყენებისთვის;
- L-carnitine – ცხიმის მწველი, ამცირებს კანქვეშა ცხიმს და შესაბამისად წონას, აძლიერებს გულს და ზრდის ძალასა და გამძლეობას.
- მინერალები: კალიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი და კალციუმი – მონაწილეობს კუნთების ნორმალურ აქტივობაში ვარჯიშის დროს და შესაძლებელს ხდის ვარჯიშის შემდგომი სპაზმის თავიდან აცილებას.
ვისთვისაა:
- აერობული სპორტისთვის, როგორიცაა სირბილი, ფეხბურთი, კალათბურთი
- ძალოვანი აქტივობების დროს
- ენერგიის ნაკლებობის შემთხვევაში, როდესაც ხდება ჰიპოგლიკემია
- სათავგადასავლო ტურიზმის დროს
- მაღალი ფიზიკური და გონებრივი გადაღლისას
- 15 წლიდან
მიღების დოზა და წესი:
ვარჯიშამდე 20 წუთით ადრე ან, ვარჯიშის დროს ენერგიის ნაკლებობისას.
დღიური დოზა: 1 – 3 ტუბი
გამოყენებამდე მოხსენით ლუქი თავსახურის ქვეშ. არ შეინახოთ გახსნილ მდგომარეობაში – მიიღეთ გახსნიდან მალევე, ახლო პერიოდში 1 ლიტრამდე წყალთან ერთად.
ნიკა –
ჩემთვის K4 ჯელე გადაუდებელი დახმარებისავითაა, როცა მინდა გავახანგრძლივო ვარჯიში და არ მყოფნის ამისთვის ენერგია, რაც მთავარია შეჯიბრებების დროსაც ძალიან მეხმარება.
ზურა –
მშვენიერი გემო აქვს, მიღებისთანავე ვგრძნობ შედეგს.