ეფექტი
- 90% -ზე მეტი პროტეინი ანუ ცილა, შეიცავს 97%-იან სუფთა შრატის იზოლატს – მაღალი ცილის შემცველობა, მინიმალური ცხიმი და ნახშირწყლები;
- 1 დოზა (30 გრ) შეიცავს 27,83 გ-მდე ცილას, 3,5 გრ L- ლეიცინს და 4,5 გრ L- გლუტამინს;
- ახასიათებს სწრაფი შეწოვა (დაახლ. 1 – 2 სთ), რაც უზრუნველყოფს ამინომჟავების უკიდურესად სწრაფ მიწოდებას სისხლში და ანაბოლური პროცესის გააქტიურებას;
- იდეალურია სპორტსმენებისათვის ან ვისაც სურს მშრალი კუნთის გაზრდა ცხიმის გარეშე;
- არ შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარს), გლუტენს ან კაზეინს, ამიტომაც იდეალურია ალერგიული და საჭმლის მონელების პრობლემების მქონე ადმიანებისთვის. არ ამძიმებს კუჭს, ადვილად ათვისებადია;
- ლაქტოზის ფრთხილად მოცილების სპეციალური მეთოდით სრულად ნარჩუნდება შრატის ისეთი კომპონენტები, რომლებიც მნიშვნელოვანია იმუნური სისტემისა და ცილების ბიოლოგიური აქტივობისთვის: გლიკომაკროპეპტიდები, იმუნოგლობულინები და ლაქტოფერონი, ასევე ნარჩუნდება კალციუმი და ხდება ცილების მხოლოდ მცირე დენატურაცია;
- მხოლოდ 119 კკალ 1 დოზაში, ცხიმისა და ნახშირწყლების (რომლებიც არ მოიცავს შაქარს) მინიმალური პროცენტი – ამიტომ შესაფერისია დიეტისთვის.
შემადგენლობა:
- ფხვნილის ყოველ 100გრ-ზე 94გრ WPI-ით (თავის მხრივ, ცილის 97%-იანი კონცენტრაციით)
- შრატის პროტეინის იზოლატი 97% (WPI) – ითვლება შრატის უმაღლესი ხარისხის და სუფთა ფორმად. იგი შეიცავს ამინომჟავების მაღალ კონცენტრაციას BCAA (6,6 გ-ამდე 1 დოზაში), რომლებიც მნიშვნელოვანია კუნთოვანი მასის ზრდისთვის და მისი შენარჩუნებისთვის;
- L- ლეიცინი 12.5% – BCAA-ს ჯგუფის შეუცვლელი ამინომჟავა, რამდენჯერმე უფრო მნიშვნელოვანია ცილის სინთეზისთვის (და შესაბამისად კუნთის მასის ზრდის სტიმულირებისთვის), სხვა ამინომჟავებთან შედარებით;
- L- გლუტამინი 4,5 გრ – აზოტის წყარო, რომელიც საჭიროა კუნთების ზრდისა და განახლებისთვის;
- ვიტამინი C – აზლიერებს იმუნიტეტს, მძიმე ფიზიკური დატვირთვისა და ვარჯიშის შემდეგ ორგანიზმს განტვირთავს თავისუფალი რადიკალებისგან;
- ვიტამინები B3, B5, B6, B2, B1, B9, B7, B12 – მონაწილეობენ ორგანიზმში რამდენიმე მეტაბოლურ პროცესში.
რეკომენდირებულია:
- ლაქტოზას აუტანლობის, ცელიაკიის დაავადების, კაზეინისადმი ალერგიისა და საჭმლის მონელების მგრძნობიარე სისტემის მქონე ადამიანებისათვის;
- სპორტსმენებისა და აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის;
- ვარჯიშისა და შეჯიბრის დაწყებამდე;
- დაბალნახშირწყლოვანი დიეტის დროს;
- როგორც შრატის (WPC) და რძის (MPC) ცილის კონცენტრატის ალტერნატივა;
- 7 წლიდან ბავშვებისთვის.
მიღების რეკომენდებული დოზა და წესი:
- ვარჯიშის დასრულებიდან 45 წუთის განმავლობაში.
- დღის მანძილზე 2-3 ჯერ, კვებათა შორის ცილის ხარისხიანად შესავსებად.
- ბავშვებისთვის 7 – 14 წლამდე: 1 კოვზი (15 გრ) 1-2 ჯერ დღეში.
- ბავშვები 14 წლიდან და მოზრდილები: 2 კოვზი (30 გ) დღეში 2-3-ჯერ.